logo
ENG



სააკაშვილი კობახიძეს: უკრაინის მაღალჩინოსანი ჩემი წამების გამო სამართლდება

20 დეკ 202116:00
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი კობახიძეს: უკრაინის მაღალჩინოსანი ჩემი წამების გამო სამართლდება

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის სასაზღვრო ძალებს მაღალჩინოსანს, რომელმაც მის წინააღმდეგ რამდენიმე წლის წინ ძალა გამოიყენა, "წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის" ასამართლებენ. ამით სააკაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა: " უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ადამიანებს ნანახი - სახურავზე "კარლსონივით" და თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცველი". 

"გუშინ ივანიშვილის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ინტერვიუში თქვა, დიდი ამბავი თუ აქ ათრიეს, უკრაინაშიც ხომ ათრიეს თმებითო.

ეტყობა ამბები არ მოდის - უკრაინის სასაზღვრო ძალების მაღალჩინოსანი, რომელმაც ჩემს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, ახლა "წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის" სამართლდება უკრაინის ბორისპოლის რაიონის სასამართლოს მიერ და ხანგრძლივი პატიმრობა ელოდება. ​ეს ისე მაინც გაითვალისწინეთ…", - წერს სააკაშვილი. 


close დახურვა